რუსეთის პატრიარქმა კირილმა საპრეზიდენტო არჩევნებშ მონაწილეობა უკვე მიიღო და საკუთარი არჩევანიც დააფიქსირა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, მან ხმა უკეთეს მომავალს მისცა.
"ღვთის წყალობით, ჩვენს ქვეყანაში სიმშვიდე და მარადიული მეგობრობა დამკვირდრდება", - განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.
პატრიარქმა თავად მოისურვა ხმა საკუთარ სამუშაო რაეზიდენციაში მიეცა.
რუსეთის საპრეზიდენტო აჩევნებში სულ 5 კანდიდატი იყრის კენჭს. ესენია "ედინაია რასიადან" ვლადიმერ პუტინი, დამოუკიდებელი კანდიდატი მიხეილ პროხოროვი, "რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიიდან" გენადი ზიუგანოვი, "სპრავედლივაია რასიადან" სერგეი მირონოვი და რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან ვლადიმერ ჟირინოვსკი.
