ნიკარაგუაში ვულკანის გამო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
ნიკარაგუაში ვულკანის გამო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
16:00 09.09.2012
ნიკარაგუას ხელისუფლება გააქტიურებული ვულკანის სან-კრისტობალის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებს.

„ბი-ბი-სის“ ცნობით, ვულკანმა ამოფრქვევა შაბათს დილით დაიწყო. ამ დროისთვის ვულკანიდან 4 კილომერტის სიმაღლეზე ფერფლი და გაზი იფრქვევა.

სან-კრისტობალი დედაქალაქ მანაგუასგან ჩრდილო-დასავლეთშია მდებარეობს. საფრთხე 20 ათასამდე მოსახლეს ემუქრება, თუმცა, ამ დროისთვის 3 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ვულკანი 1 745 მეტრი სიმაღლისაა. იგი ნიკარაგუაში ყველაზე მაღალი მთაა და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური.

სან-კრისტობალი ბოლოს 2008 წელს ამოიფრქვა.




ბეჭდვა