ნიუ-იორკს ორმა ტორნადომ გადაუარა
ნიუ-იორკს ორმა ტორნადომ გადაუარა
15:50 09.09.2012
ნიუ-იორკის რიაონებს ქუინსსა და ბრუკლინს თავს ორი ძლიერი ტორნადო დაატყდა.  აშშ-ს ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, პირველი ტორნადოს  შემთხვევაში, ქარის სიჩქარე საათში 110 კმ-ს აღწევდა, ხოლო მეორის - 180 კმ/ს.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ტორნადოს გამო, ჩოგბურთში აშშ-ს ღია ჩემპიონატის ორგანიზატორები იძულებულნი გახდნენ ნოვაკ ჯოკოვიჩსა და დევიდ ფერერს შორის ნახევარფინალური მატჩი შეეწყვიტათ.

პოლიციამ სტადიონიდან ხალხის ევაკუაცია განახორციელა.

დაზიანებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა, შენობების სახურავები და ფანჯრები.

თვითმხილველების თქმით, ძლიერმა ქარმა ხეები და ელექტროგადამცემი სვეტები წააქცია, ავტომანქანები და ნაგვის ბუნკერები გადაატრიალა.

ბეჭდვა