რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები სამხრეთ ოსეთშიც ჩატარდება
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები სამხრეთ ოსეთშიც ჩატარდება
18:36 03.03.2012
სამხრეთ ოსეთიის დე-ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დასრულებულია.
ამის შესახებ "სამხრეთ ოსეთში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა" ელბრუს კარგიევმა განაცხადა. მისივე თქმით, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის 90% რუსეთის მოქალაქეა.
კარგიევის ინფორმაციით, დეკემბერში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის 13 ათასამდე მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა და სავარაუდოდ ამავე რაოდენობის ამომრჩეველი მივა საპრეზიდენტო არჩევნებზე.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში 12 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

ბეჭდვა