რუსეთში ოპოზიცია 5 მარტს სამართლიანი არჩევნების მხარდამჭერ აქციას გამართავს
რუსეთში ოპოზიცია 5 მარტს სამართლიანი არჩევნების მხარდამჭერ აქციას გამართავს
18:28 03.03.2012
ოპოზიცია რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს, 5 მარტს სამართლიანი არჩევნების მხარდამჭერ აქციას მოსკოვში, პუშკინის მოედანზე გამართავს.
"მემარცხენე ფრონტის" ლიდერის სერგეი უდალცოვის განცხადებით, ამ საკითხზე ოპოზიციამ და მოსკოვის მთავრობამ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.
მისივე თქმით, აქცია 5 მარტს 19 საათზე გაიმართება და მონაწილეთა დიდი რაოდენობით მოსვლის შემთხვევაში, დედაქალაქის მთავრობა თანახმაა გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდოს.
ჩვენ აქციის გამართვა მანეჟის მოედანზე გვინდოდა, თუმცა ეს ქალაქის ადმინისტრაციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, სხვა ვარიანტები კი აღარ შევთავაზეთ რადგან ეს კონფლიქტის ესკალაციამდე მიგვიყვანდა" - აღნიშნა უდალცოვმა.


ბეჭდვა