ლუკაშენკომ ბელორუსის საზღვრები ჩაკეტა
ლუკაშენკომ ბელორუსის საზღვრები ჩაკეტა
17:21 03.03.2012
მინსკსა და ბრიუსელს შორის დაძაბული ურთიერთობა, ექსპერტთა შეფასებით დიპლომატიურ ომში გადაიზრდება.
ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, არანაკლებ მკაცრი ზომების მიღებით იმუქრება.
ლუკაშენკოს ბრძანებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ყველა მოქალაქისთვის ბელორუსის საზღვარი უკვე ჩაიკეტა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის 21-მა წევრმა ქვეყანამ ბელორუსიდან ელჩები გაიწვია.

ბეჭდვა