ოჰაიოს, ინდიანას და კენკუტის შტატებში ტორნადოს მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 28 ადამიანი. მათი ცხედრები სამაშველო ბრიგადების მიერ უკვე აღმოჩენილია.
აშშ პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებით, უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს ჰუმანიტარული დახმარება გაეწევა. ისინი აგრეთვე უზრუნველყოფილნი იქნებიან დროებითი საცხოვრებელი ფართით.
