რუსეთში წინასაარჩევო სამზადისი დასრულდა.
ხვალინდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ქვეყნის მასშტაბით "სიჩუმის დღე" გამოცხადდა. შესაბამისად იკრძალება ყველანაირი საარჩევნო აგიტაცია აქციებისა და მიტინგების სახით.
"ედინაია რასიას" წარმომადგენელთა განცხადებით, დღეს ხალხს საშუალება მიეცემა მშვიდად და ცივი გონებით გაანალიზოს კანდიდატთა საარჩევნო კამპანია, შეაფასონ ის ობიექტურად და როგორც პირადი ასევე ეროვნული ფასეულობებიდან გამომდინარე მათთვის სასურველი არჩევანი გააკეთონ.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 4 მარტს რუსეთი ახალ პრეზიდენტს აირჩევს.
