სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო წვრთნების „კავკასია 2012“ გეოგრაფიული არეალიდან ჩეჩნეთის ტერიტორია ამოირიცხა და წვრთნები საქართველოს სახელმწიფო
საზღვრის სიახლოვეს აღარ ჩატარდება.
ამის შესახებ გაზეთი „იზვესტია“ სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბზე დაყრდნობით იტყობინება.
17-23 სექტემბერს დაგეგმილი წვრთნების სიიდან ამოღებულია ჩეჩნეთში განლაგებული სასწავლო-საწვრთნელი კომპლექსები; „ალპიისკი“, „გვარდეისკი“ და „კალინოვსკი“.
გაზეთის ცნობით, მანამდე რუსეთის შს გენერალურმა შტაბმა უარი თქვა სწავლებაში ჩაერთო ცხინვალის რეგიონში მე-4 სამხედრო ბაზის, აფხაზეთში მე-7 სამხედრო ბაზისა და სომხეთში 102-ე სამხედრო ბაზის პოლიგონები.
„გადავწყვიტეთ, კავკასიაში დაძაბულობის ზედმეტი მიზეზი არ შეგვექმნა. ამიტომ, საქართველოსთან ახლოს სამხედრო სწავლების ჩატარებაზე უარი ვთქვით“- განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა გაზეთთან საუბრისას.
