ყაბარდო-ბალყარეთში გუშინ საღამოს ლიკვიდირებულ ბოევიკს საათის მექანიზმიანი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩნდა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ რეგიონის შსს
პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
პოლიციელებმა ბოევიკი გუშინ გაანადგურეს. მას სამართალდამცავებს ცეცხლი მანქანის დათვალიერების მცდელობისას გაუხსნა.
შემთხვევის ადგილის შესწავლის შედეგად პოლიციელებმა აღმოაჩინეს თვითნაკეთი ბომბი - პლასტმასის ჭურჭელი, რომელიც ასაფეთქებელი ნივთირებით იყო სავსე. მოწყობილობას ელექტროდეტონატორი და საათის მექნიზმი ჰქონდა.
მანქანაში ასევე აღმოჩენილია პისტოლეტი და საბრძოლო მასალა.
თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის სიმძლავრე, წინასწარი შეფასებით, 15 კგ ტროტილის ეკვივალენტს შეადგენს. სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ ყაბარდო-ბალყარებით ტერიტორიაზე მასშტაბური ტერაქტი მზადდებოდა.
