ირანმა წუხელ ამერიკის შეერთებულ შტატებს სახეში სილა გააწნა - აიათოლა ალი ხამენეი
ირანმა წუხელ ამერიკის შეერთებულ შტატებს სახეში სილა გააწნა - აიათოლა ალი ხამენეი
14:08 08.01.2020
ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ირანელ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.
მისი თქმით ირანმა წუხელ ამერიკის შეერთებულ შტატებს სახეში სილა გააწნა.

ხამენეიმ სიტყვით გამოსვლისას ირანის მიერ ერაყში ამერიკის შეერთებული შტატების ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შესახებ ისაუბრა.

მოსახლეობამ მას უპასუხა ფრაზით: „სიკვდილი ამერიკას“.

ხამენეიმ დასძინა, რომ როდესაც საქმე კონფრონტაციას ეხება, ამგვარი სამხედრო მოქმედება საკმარისი არ არის.

„წუხელ, ჩვენ მათ სახეში სილა გავაწანით. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მავნე ყოფნა აქ უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა ირანის ლიდერმა.

ირანმა ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც კოალიციური ძალები არიან განთავსებული, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

ბეჭდვა