ირანში ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა
ირანში ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა
10:44 08.01.2020
ირანში ჩამოვარდნილი „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი Boeing 737-ის ყველა მგზავრი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლაინერმა, რომელიც რეისს კიევის მიმართულებით ასრულებდა, კატასტროფა თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალე განიცადა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ბორტზე 180 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იყო.

წინასწარი ვერსიით, ავიაკატასტროფის მიზეზად ტექნიკური პრობლემა სახელდება. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ხანძარი გაჩნდა.

თვითმფრინავი ხომეინის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.
ბეჭდვა