დაღესტანში, დერბენტის რაიონის სოფელ ბელიჯიში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო უწყების ჯარისკაცმა სამინისტროს სწრაფი რეაგირების სპეციალური განყოფილების (СОБР) ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნა.
სხვადასხვა მონაცემებით, აღნიშნულის შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა. თავდამსხმელი კონტრაქტით მსახურობდა, ის დაღესტნის მკვიდრი იყო.
მესაზღვრეს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს და იგი ლიკვიდირებულია.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
გუშინ დაღესტანში ტერაქტიც განხორციელდა, რომლის შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის შეიხი საიდ აფანდი.
ორივე ინციდენტი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს მოხდა.
