პაკისტანის პრემიერი სასამართლოს წინაშე წარსდგება
პაკისტანის პრემიერი სასამართლოს წინაშე წარსდგება
12:03 27.08.2012
პაკისტანის პრემიერს რაჯა ფერვეზ აშრაფს, საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობაზე უარის თქმის ბრალდებით, სასამართლოს წინაშე მოუწევს გამოსვლა.

საქმე ქვეყნის პრეზიდენტის კორუფციასთან კვშირს ეხება.

სასამართლოს სხდომაზე პრემიერის დასწრების აუცილებლობის შესახებ გადაწყვეტილება პაკისტანის სახალხო პარტიამ მიიღო, რომლის წევრიც აშრაფია.

პრემიერის პოსტზე აშრაფის წინამორბედმა იუსუფ რეზა გილანმა თანამდებობა უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დატოვა.

სასამართლომ, გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო, გილანი დამნაშავედ ცნო. მისგან პრეზიდენტის ასიფ ალი ზარდარის საბანკო ანგარიშების შესახებ მონაცემების გახსნას მოითხოვდნენ.



ბეჭდვა