ავღანეთში გილმენდის პროვინციაში, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბოევიკების თავდასხმის შედეგად, 10 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხუთი ჯარისკაცი კი, სავარაუდოდ გაიტაცეს ან თავდამსხმელთა მხარეს გადავიდა - იუწყება „ბი-ბი-სი“.
გილმენდის პროვინციის ადმინისტრაციის წარმომადგენლის დაუდ აჰმადის განცხადებით, ინციდენტი ვაშირის რაიონში გუშინ ღამით მოხდა.
მისივე განცხადებით, თავდასხმისას კიდევ ოთხი სამხედრო დაიჭრა.
როგორც აჰმადმა აღნიშნა, ხუთი სამხედრო დაკარგულად ითვლება. სავარაუდოდ, ისინი გაიტაცეს ან ბოევიკებს ნებაყოფლობით შეუერთდნენ.
