წყნარ ოკეანეში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
წყნარ ოკეანეში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
11:23 27.08.2012
სალვადორის სანაპიროსთან, წყნარ ოკეანეში 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

ინფორმაციას მიწისძვრის თაობაზე აშშ-ს გეოლოგიური სამსახური ავრცელებს. სეისმოლოგების მონაცემებით, ცუნამის საშიშროება არ არის.

მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ უსულუტანის სამხრეთით, 125 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისძვრის კერა ოკეანეში 50,6 კმ-ის სიღრმეში იყო.





ბეჭდვა