ავტოავარიას ჩინეთში 36 ადამიანი ემსხვერპლა
ავტოავარიას ჩინეთში 36 ადამიანი ემსხვერპლა
10:53 26.08.2012
ჩინეთში, პროვინცია შენსიში, დღეს დილით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სამგზავრო ავტობუსი მეთანოლის გადამზიდავ ცისტერნას შეეჯახა. შეჯახების შედეგად ორივე სატრანსპორტო საშუალებას ცეცხლი გაუჩნდა.

ჯერჯერობით დაუდგენელია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტობუსში. ცნობილია, რომ გადარჩა 3 მგზავრი, თუმცა, მათ მძიმე დაზიანებები მიიღეს.

ავარიის მიზეზები დგინდება.

მეთანოლი, იგივე მეთილის სპირტი ლაბორატორიებსა და ფარმაცევტულ პრაქტიკაში გამოიყენება და იგი ტოქსიკური ნივთიერებაა.

ბეჭდვა