იემენში შეტაკების შედეგად 14 ჯარისკაცი დაიღუპა
იემენში შეტაკების შედეგად 14 ჯარისკაცი დაიღუპა
15:11 25.08.2012
იემენის სადაზვერვო სამსახურის შენობაზე თავდასხმის შედეგად 14 ჯარისკაცი დაიღუპა და 7 დაიჭრა. 
“Cnn“-ის ინფორმაციით, მოიერიშეები პიკაპის ტიპის ავტომანქანით შენობის შტურმით აღებას ცდილობდნენ.

ოფიციალური სტრუქტურების განცხადებით, შტაბს სამი სხვადასხვა მხრიდან დაესხნენ თავს.

ისინი შეტაკებაში ალ-ქაიდას დაჯგუფების წევრებს ადანაშაულებენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მოიერიშეებმა თავდასხმისთვის შესაფერისი დრო კარგად შეარჩიეს, რადგან იემენში შვებულებების პერიოდია. შესაბამისად თავდამსხმელები ელოდნენ, რომ ჯარისკაცები ნაკლებად მომზადებულნი დახვდებოდნენ.

თავდასხმაზე ოფიციალური პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.




ბეჭდვა