ჩინეთში ხიდის ჩანგრევას სამი ადამიანი ემსხვერპლა
ჩინეთში ხიდის ჩანგრევას სამი ადამიანი ემსხვერპლა
13:27 25.08.2012
ჩინეთში მდინარე სონღუაზე ხიდი ჩაინგრა, რომელსაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. “Bbc”-ის ინფორმაციით, შემთხვევის  დროს ხუთი მოქალაქე დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხიდი დაბალი ხარისხის მასალით იყო აშენებული და დატვირთვას ვერ გაუძლო.

ნაგებობა მთლიანად 15,42 კილომეტრის სიგრძისაა. ის ნოემბერში გაიხსნა, ხოლო მისი მშენებლობა 286 მლნ აშშ დოლარი დაჯდა.

შემთხვევის დროს დაზიანდა 100 მეტრის სიგრძის მონაკვეთი. მიზეზი სავარაუდოდ, ტყვიით დატვირთული სატვირთო მანქანები გახდა.

ჩინეთის ხელისუფლება ხიდებისა და და გზების მდგრადობის გადამოწმებას გეგმავს.

ბეჭდვა