ოსლოს სასამართლო დღეს ანდრეს ბრეივიკს განაჩენს გამოუტანს. ბრეივიკს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, თუმცა, განაჩენი
დამოკიდებული იმაზე იქნება, სცნობს თუ არა სასამართლო მას შეურაცხადად.
იმ შემთხვევაში თუ ნორვეგიის სასამართლო ბრეივიკს შეურაცხადად ცნობს, მას ფსიქიატრიულ კლინიკაში სამკურნალოდ იძულებითი წესით გადაიყვანენ, რადგან ეჭვმიტანილი თავს ფსიქიურად ჯანმრთელად მიიჩნევს.
აღსანიშნავია, რომ ბრეივიკის სასამართლო პროცესს ადგილობრივი ტელევიზიები პირდაპირ ერთერში გადასცემენ, ასევე, პროცესის ტრანსლირება სხვადასხვა ქალაქის სასამართლოს შენობებშიც მოხდება, სადაც ყველა მსურველს შეეძლება დასწრება.
ამასთან, ნორვეგიის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაცით, დაკავებულისთვის განსაკუთრებული რეჟიმის სამ ციხეში ადგილი უკვე მომზადებული აქვთ.
2011 წლის 22 ივლისს, ანდრეს ბრეივიკმა პირველი ტერაქტი ოსლოში სამთავრობო რაიონში განახორციელა, ხოლო მეორე ტერაქტი - საათნახევრის შემდეგ, კუნძულ უტოიაზე განლაგებულ ახალგაზრდულ ბანაკში, სადაც საქართველოს ორი მოქალაქე იმყოფებოდა. ორივე ტერაქტისას 77 ადამიანი დაიღუპა, აქედან 69 კუნძულ უტოიაზე, მათ შორის იყო ქართველი თამთა ლიპარტელიანი.
