მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ქალად გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს მიიჩნევენ.
ამის შესახებ ნათქვამია ჟურნალ „ფორბსის“ მიერ ჩატარებულ
გამოკითხვაში, რომლის მიზანსაც მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ქალების გამოვლენა წარმოადგენდა.
გამოკითხვის თანახმად, პირველ ადგილი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს ერგო, მეორე ადგილზე გავიდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და მესამე ადგილი ბრაზილიის პრეზიდენტმა დილმა როუცეფმა დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ „ფორბსის“ გამოკითხვაში მეოთხე ადგილზე ბილ გეითსის მეუღლე მელინდაა, რომელიც ოჯახის საქველმოქმედო ფონდს ხელმძღვანელობს, ხოლო მეხუთე ადგილზე გაზეთ „ნიუ-ორკ ტაიმსის“ მთავარი რედაქტორი ჯილა აბრამსონია.
ანგელა მერკელი ყველაზე გავლენიანი ქალის სტატუსს „ფორბსის“ ბოლო ექვს გამოკითხვაში ინარჩუნებს.
