ამერიკის შეერთებულ შტატებში ვირუსით „დასავლეთ ნილოსი“ ერთ კვირაში 36 ადამიანია გარდაცვლილი. ამის შესახებ ინფორმაციას
აშშ-ს ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. „დასავლეთ ნილოსის“ ვირუსისგან მხოლოდ ბოლო კვირას 700 ადამიანი დაავადდა, მათგან 36 გარდაიცვალა.
მიმდინარე წლის განმავლობაში ვირუსის 1 118 შემთხვევაა გამოვლენილი. „დასავლეთ ნილოსი“ აშშ-ს 47 შტატშია გავრცელებული, თუმცა, ყველაზე მეტი დაავადებული ტეხასის შტატიდან არის.
