ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი სირიას ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში სერიოზული ზომების მიღებით
ემუქრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული და ბრიტანული მედია ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და დიდი ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ კემერონმა ეს გადაწვეტილება სატელეფონო საუბრისას მიიღეს. მათი თქმით, ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხეც კი, მიუღებელია.
აშშ-ს და ბრიტანეთის პირველი პირები შეთანხმდნენ, რომ თუ ოფიციალური დამასკო ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღების უფლებას იტოვებენ.
ამასთან, ობამა და კამერონი აღნიშნავენ, რომ სირიაში ორგანიზებული ოპოზიცია სურთ იხილონ და იმედი აქვთ, რომ ისინი კონსოლიდირებას შეძლებენ.
გარდა ამისა, აშშ-ს და ბრიტანეთის პირველმა პირებმა სატელეფენო საუბრისას სირიაში ჰუმანიტარული მდგომარეობის გაურესების საკითხზეც ისაუბრეს.
ამერიკული პრესის ინფორმაციით, აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს საიდუმლო გეგმა, რომლის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების რეალური საფრთხე შეიქმნება ამერიკელი სამხედროები იარაღის დაცვას ან განადგურებას მოახდენენ.
სირიაში წელიწადნახევარია სამთავრობო ჯარებსა და შეიარაღებულ ოპოზიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს. გაერო-ს მონაცემებით, დაღუპულია 12 თასზე მეტი ადამიანი. სირიის ხელისუფლების განცხადებით, ოპოზიციასთან შეტაკებების შედეგად, 2 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და სამართალდამცავია გარდაცვლილი.
