ობამასთვის მუქარის წერილის გამგზავნს 25 წლიანი პატიმრობა ემუქრება
ობამასთვის მუქარის წერილის გამგზავნს 25 წლიანი პატიმრობა ემუქრება
12:44 23.08.2012
სიეტლში მცხოვრებ 31 წლის ანტონ კალუორს, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაკ ობამას ელექტრონული   ფოსტით მუქარის წერილი გაუგზავნა, 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აშშ-ს საიდუმლო სამსახურმა და პოლიციამ მამაკაცი დააკავეს, რომელმაც ბარაკ ობამას ელექტრონული ფოსტით მუქარის წერილი გაუგზავნა. წერილში შემდეგი სიტყვები ეწერა - „მე მოვკლავ პრეზიდენტს! მოდით და დამაკავეთ, ამისთვის გაძლევთ 7 დღეს“.

ანტონ კალუორს დაკავება მის საკუთარ ბინაში მოხდა, ეჭვმიტანილი შეიარაღებული იყო.

2009 წელს ამერიკელმა სამართალდამცავებმა 42 წლის სტივენ ჯოზეფ კრისტოფერი დააკავეს, რომელიც ბარაკ ომბამას ლიკვიდაციით ასევე ინტერნეტის საშუალებით ემუქრებოდა.

ბეჭდვა