რუსეთის ფედერაცია დღეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის 156-ე სრულუფლებიანი წევრი ოფიციალურად გახდა.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესაბამის ფედერალურ კანონს ხელი უკვე მოაწერა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში შესვლას 18 წელია ცდილობს, თუმცა, კრემლმა ქართული მხარის თანხმობას ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების მხარდაჭერაზე მხოლოდ 2011 წლის ბოლოს მიაღწია.
მოსკოვმა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების სანაცვლოდ, თანხმობა გამოთქვა, რომ საქართველო-რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარზე შემოსული ყველა ტვირთზე საერთაშორისო მონიტორინგი განხორციელდეს.
