ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურმა და პოლიციამ მამაკაცი დააკავეს, რომელმაც აშშ-ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას ელექტრონული
ფოსტით მუქარის წერილი გაუგზავნა.
AFP-ის ინფორმაციით, მისი დაკავება ბინაზე მოხდა, სამართალდამცავების ბინაში შესვლისას ეჭვმიტანილი შეიარაღებული იყო.
დაკავებული უკვე ციხეშია გადაყვანილი. მისი ვინაობა ამ დრომდე არ ხმაურდება.
2009 წელს ამერიკელმა სამართალდამცავებმა 42 წლის სტივენ ჯოზეფ კრისტოფერი დააკავეს, რომელიც ბარაკ ომბამას ლიკვიდაციით ასევე ინტერნეტის საშუალებით ემუქრებოდა.
