ავღანეთში ბოევიკებმა ამერიკელი გენერლის თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს
ავღანეთში ბოევიკებმა ამერიკელი გენერლის თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს
19:21 21.08.2012
ავღანეთში ბოევიკებმა ამერიკელი გენერლის მარტინ დემპსის თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

ავღანეთში აშშ-ს ავიაბაზაზე ბოევიკების თავდასხმის დროს, გენერალი დემპსი ავიახომალდში არ იმყოფებოდა.

აფეთქების შედეგად, ორი სამხედრო მოსამსახურე მსუბუქად დაიჭრა. დაზიანდა თვითმფრინავი.

ამერიკელი გენერლის ავღანეთში ვიზიტი სამშვიდობო ძალებზე ბოლო დროს გახშირებულ თავდასხმებს უკავშირდება, კერძოდ კი, დემპსი ავღანეთში მას შემდეგ ჩავიდა, რაც ავღანეთის პოლიციის ფორმიანმა დაუდგენელმა პირმა ამერიკელი სამხედრო მოკლა.

ბეჭდვა