კიევის „ბორისპოლის“ აეროპორტიდან მგზავრებისა და თანამშრომლების ევაკუაცია მიმდინარეობს
კიევის „ბორისპოლის“ აეროპორტიდან მგზავრებისა და თანამშრომლების ევაკუაცია მიმდინარეობს
16:56 21.08.2012
კიევის „ბორისპოლის“ საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალ F-დან მგზავრებისა და თანამშრომლების ევაკუაცია  მიმდინარეობს, იუწყება „რია ნოვოსტი“.

მგზავრებისა და პესრონალის სასწრაფო ევაკუაციის დაწყების შესახებ ტერმინალში გამოაცხადეს. მათ ავტობუსებში ათავსებენ და აეროპორტის ტერიტორიიდან გაჰყავთ.

უახლოესი 2 საათის განმავლობაში, ყველა რეისი გაუქმდა.

„ბორისპოლის“ ადმინისტრაციას ამ დრომდე არ გაუკეთებია განცხადება რასთან არის დაკავშირებული აეროპორტში შექმნილი საგანგებო მდგომარეობა.

ბეჭდვა