ვენესუელას ციხეში პატიმრებს შორის მომხადარი კონფლიქტის დროს 25 ადამიანი დაიღუპა
ვენესუელას ციხეში პატიმრებს შორის მომხადარი კონფლიქტის დროს 25 ადამიანი დაიღუპა
11:49 21.08.2012
ვენესუელას ციხე „იარე-1“- ში პატიმრებს შორის მომხადარი კონფლიქტის დროს ცეცხლის გახსნის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 43 დაიჭრა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ვენესუელას ციხეების საკითხებში მინისტრზე ირის ვარელაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„როგორც ჩანს, კონფლიქტის მიზეზი პატიმრების ერთ-ერთი დაჯგუფების ლიდერის მხრიდან შემთხვევითი გასროლა გახდა, რის შემდეგაც განვითარდა სცენარი - „ვისაც როგორ შეუძლია თავს უშველეთ“ - განაცხადა ვარელმა.

მისივე თქმით, დაშავებულებს შორის 14 პატიმრების ახლობლები არიან, რომლებიც ინციდენტის დროს ციხის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

ვენესუელას ციხეებში მიმდინარე წელს პატიმრებს შორის მომხდარი კონფლიქტების შედეგად, 500 ადამიანია დაღუპული.


ბეჭდვა