ყირგიზმა ჯარისკაცმა სასაზღვრო პოსტზე ხუთი ადამიანი მოკლა
ყირგიზმა ჯარისკაცმა სასაზღვრო პოსტზე ხუთი ადამიანი მოკლა
16:10 20.08.2012
ყირგიზეთის ჩრდილოეთით, ისიკ-კულსკოს მხარეში სასაზღვრო პოსტზე ჯარისკაცმა თანამშრომელს ცეცხლი გაუხსნა, რომლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ყირგიზეთის სასაზღვრო ძალების პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, სასაზღვრო პოსტზე „ეჩკილიტაში“ სამხედრო მოსამსახურემ საშტატო იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა სამხედროებს, რომლის დროსაც ოთხი ჯარისკაცი და ერთ-ერთი სამხედროს მეუღლე დაიღუპა.

ჯარისკაცი თანამშრომლების დახოცვის შემდეგ ადგილიდან მიიმალა. მკველობის მიზეზები უცნობია. ამ დროისთვის დამნაშავის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ბეჭდვა