რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გენადი გატილოვის განცხადებით, მოსკოვს უტყუარი მტიცებულებები აქვს იმის შესახებ, რომ დასავლეთი
სირიის ოპოზიციას იარაღს აწვდის.
ამის შესახებ რუსმა დიპლომატმა სოციალურ ქსელ „Twitter“-ში საკუთარ გვერდზე დაწერა.
„კიდევ უფრო მეტი ფაქტები ხდება ცნობილი, მათ შორის მედიის საშუალებით, რომ დასავლეთი მესამე ქვეყნის გამოყენებით სირიის ოპოზიციას დიდი რაოდენობით იარაღს აწვდის“ - განაცხადა გატილოვმა.
სირიაში წელიწადნახევარია სამთავრობო ჯარებსა და შეიარაღებულ ოპოზიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს. გაერო-ს მონაცემებით, დაღუპულია 12 თასზე მეტი ადამიანი. სირიის ხელისუფლების განცხადებით, ოპოზიციასთან შეტაკებების შედეგად, 2 ათას 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და სამართალდამცავია გარდაცვლილი.
