სუდანში ავიაკატასტროფის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სუდანის მიწოდებისა და უზრუნველყოფის მინისტრი ხალილ აბდალა.
ამის შესახებ ტელეკომპანია „ალ არაბია“ იუწყება, რომლის ინფორმაციით, ავიაკატასტროფა სუდანის დედაქალაქ ხართუმთან ახლოს მოხდა.
თვითმფრინავი აფრენის დროს აფეთქდა, რომლითაც ოფიციალური დელეგაცია სუდანის შტატში, სამხრეთ კორდოფანში იდ ალ-ფიტას დღესასწაულის მისალოცად მიემგზავრებოდა.
ავიაკატასტროფის დროს ბორტზე მყოფი 31 ადამიანიდან ყველა დაიღუპა.
