ინგუშეთში მომხდარი ტერაქტის დროს შვიდი პოლიციელი დაიღუპა.
„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, ტერაქტი სასაფლაოზე იმ პოლიციელის
დაკრძალვის დროს მოხდა, რომელიც ორი დღის წინ შეარაღებული თავდასხმის დროს დაიღუპა.
საფლავზე პოლიციის თანამშრომლების მისვლის დროს ავტომანქანა აფეთქდა, რომლის შედეგადაც ექვსი სამართალდამცველი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ერთი მოგვიანებით საავადფმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ტერაქტის დროს დაშავებულებს შორის არიან პოლიციელებიც და მშვიდობიანი მოსახლეობაც, რომლებიც დაკრძალვის ცერემონიას ესწრებოდნენ.
