სირიის დედაქალაქ დამასკოს გარეუბანში 60 გარდაცვლილის ცხედარი აღმოაჩინეს, რომლებიც ოპოზიციის აქტივისტების თქმით, ოპოზიციისა და მთავრობის
ძალებს შორის შეტაკების შედეგად დაიღუპნენ.
Bbc-ის ინფორმაციით, ინტერნეტში გავრცელებულ დაბალი ხარისხის ვიდეოში ჩანს, რომ ათობით გარდაცვლილ ადამიანს ზურგს უკან ხელები აქვს შეკრული.
ცხედრები ხუთშაბათს, დედაქალაქის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ნაგავსაყრელთან აღმოაჩინეს.
გაეროს უშიშროების საბჭოს მოქმედი პრეზიდენტის ჯერარდ აროდის განცხადებით, მთავრობის მომხრე სამხედრო ნაწილები მძიმე ტექნიკას იყენებენ.
