ორი ამერიკელი ჯარისკაცი დღეს დილით ავღანეთის აღმოსავლეთში, ფარახის პროვინციაში მოკლეს.
ეს ინფორმაცია ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების
უზრუნველყოფის ძალების წარმომადგენლებმა გაავრცლეს, იუწყება „ბი-ბი-სი“.
სამხედროების მისამართით სროლა ავღანელმა პოლიციელმა დაიწყო, რომელიც საპასუხო სროლის დროს დაიღუპა.
ფარახის პროვინციაში მომხდარი აღნიშნული ინციდენტი, ე.წ. „ცისფერ-მწვანეების“ თავდასხმების გაგრძელებაა. ასე ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებს მათი უნიფორმის ფერისა და აღჭურვილობის გამო უწოდებენ.
