ქეთრინ ეშტონი ირანში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს
ქეთრინ ეშტონი ირანში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს
11:05 14.08.2012
ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ქეთრინ ეშტონი ირანში მომხდარი მიწისძვრის დროს დაღუპულთა  გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ ქეთრინ ეშტონის განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, ეშტონი ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთით მომხდარი მიწისძრით, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დააზარალა, შეწუხებულია.

„მსურს გამოვხატო გულწრფელი თანაგრძნობა დაღუპულთა ოჯახების მიმართ. ვისურვებ, რომ დაზარალებული მოსახლეობისთვის ზარალის ანაზღაურება სწრაფად მოხდეს“ - აცხადებს ქეთრინ ეშტონი.

6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 11 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 17:23 საათზე, ხოლო მეორე 6,3 მაგნიტუდის ბიძგები იმავე ტერიტორიაზე 11 წუთის შემდეგ დაფიქსირდა.

ირანის ქალაქ თავრიზის ჩრდილო-აღმოსავლეთით მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო მონაცემებით, 306-მდე გაიზარდა.

ადგილობრივი სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, მიწისძვრამ მთიანი რეგიონის 20 სოფელი გაანადგურა, ხოლო ასობით დააზიანა. მიწისძვრის დროს 3 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ბეჭდვა