ირანში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით, საკონსულოსთვის ჯერ არც ერთ ქართველს არ მიუმართავს
ირანში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით, საკონსულოსთვის ჯერ არც ერთ ქართველს არ მიუმართავს
15:26 12.08.2012
ირანში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსულოსთვის ჯერ-ჯერობით საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მიუმართავს. მედიის  ინფორმაციით, ირანში მიწისძვრით დაზარალებულთა სამძებრო სამუშაოები დასრულდა.
ირანის შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, მიწისძვრას 227ადამიანი ემსხვერპლა, 1600-მდე კი დაშავდა.
მიწისძვრამ ყველაზე მეტად ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონი დააზარალა, სტიქიის შედეგად 6 სოფელი მთლიანად განადგურდა.
სეისმოლოგები ქვეყანაში ძლიერი მიწისქვეშა ბიძგების განმეორებას არ გამორიცხავენ.






ბეჭდვა