მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი ქვეყანაში, არჩევნების შემდეგ, საპროტესტო აქციების გამართვას დაუშვებლად მიიჩნევს.
"ჩვენ კარგად ვნახეთ, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს მასობრივმა არეულობამ, ის არამარტო ასუსტებს სახელმწიფოს, არამედ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლესაც", - განაცხადა მოსკოვის მერმა.
მისი განმარტებით, აქედან გამომდინარე, ყოვლად დაუშვებელია ქალაქის ქუჩებში კარვების გაშლა.
რუსეთში მიმდინარე წლის 4 მარტს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.
