ვლადიმერ პუტინი – „ქართული აგრესიის“ წინააღმდეგ გეგმა ჩემთან შეთანხმებით 2006-07 წლებში გენშტაბმა შეიმუშავა
ვლადიმერ პუტინი – „ქართული აგრესიის“ წინააღმდეგ გეგმა ჩემთან შეთანხმებით 2006-07 წლებში გენშტაბმა  შეიმუშავა
18:41 08.08.2012
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, 2008 წლის აგვისტომდე რუსეთს „ქართული აგრესიის“ საწინააღმდეგოდ გეგმა შემუშავებული ჰქონდა, რომლის ფარგლებში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მილიციელების მომზადება ხდებოდა.
„ეს საიდუმლო არ არის, გეგმა იყო და მის ფარგლებში ვმოქმედებდით. ის შემუშავდა 2006-07 წლებში ჩემთან გენშატბის შეთანხმებით. გეგმის ფარგლებში, ჩვენ სამხრეთ ოსეთის მილიციელებს ვამზადებდით“ – აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსი სამხედრო სპეციალისტები მიიჩნევდნენ, რომ მილიციელების მომზადება უშედეგო საქმე იყო საქართველოს არმიის წინააღმდეგ, მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოში ისინი უფრო ქმედუნარიანი აღმოჩნდნენ.
დღეს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 4 წელი შესრულდა, ომს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოყვა.
ოფიციალური ინფორმაციით, აგვისტოს ომის დროს შეიარაღებული ძალების 168 სამხედრო მოსამსახურე, პოლიციის 16 თანამშრომელი და 188 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 26 ათასი ადამიანი დევნილად იქცა.
იმავე წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ ოფიციალურად აღიარა.

ბეჭდვა