ქართველი „კანონიერი ქურდი“ მოსკოვიდან თბილისში გამოაძევეს
ქართველი „კანონიერი ქურდი“ მოსკოვიდან თბილისში გამოაძევეს
18:00 08.08.2012
ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დავით შარაბიძე, მეტსახელად „დათო თბილისსკი“, რუსეთის ტერიტორიიდან გააძევეს. ამის შესახებ რუსული მედია ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
შარაბიძე 2011 წლის აპრილში მოსკოვში ნარკოტიკული ნივთიერების შენახვისა და ყალბი პასპორტის გამოყენების ბრალდებით დააკავეს. მან ერთი წელი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაატარა.
სამართალდამცავების ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, სასჯელის მოხდის შემდეგ, შარაბიძე მოსკოვში დაბრუნდა, სადაც არალეგალურად ცხოვრობდა და ბინების ძარცვითა და ნარკოტიკების მიწოდება-გასაღებით დაკავებული კრიმინალური დაჯგუფებების საქმიანობას კოორდინაციას უწევდა.
მოსკოვის კუნცევსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ვნუკოვოს აეროპორტიდან, მოსკოვი-თბილისის რეისით, „კანონიერი ქურდის“ რუსეთიდან დეპორტაცია მოხდა.

ბეჭდვა