სირიაში ოპოზიციამ რუსი გენერალი მოკლა
სირიაში ოპოზიციამ რუსი გენერალი მოკლა
11:35 08.08.2012
რუსი გენერალი ვალდიმერ კოჟიევი, რომელიც სირიის თავდაცვის სამინისტროში საბრძოლო-შეიარაღების  საკითხებში მრჩევლად მუშაობდა, სირიელმა ამბოხებულებმა მოკლეს.
ინფორმაცია ამის შესახებ, სირიის გათავისუფლების არმიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით, ტელეკომპანია „ალ არაბიამ“ გაავრცელა.
აჯანყებულებმა რუსი გენერლის მკვლელობის დასადასტურებლად ტელევიზიას მისი პირადობის მოწმობა აჩვენეს, რომელიც გენერალს სირიაში ჰქონდა აღებული. ოპოზიციის ინფორმაციითვე, მოკლულია კოჟიევის თარჯიმანი ახმედ აიკა.
ამასთან, აჯანყებულები ამტკიცებენ, რომ რუსი გენერლის ლიკვიდაციის დროს მათ მნიშვნელოვანი დოკუმენტები და რუკები ჩაუვარდათ ხელში.
სირიაში სამოქალაქო დაპირისპირება წელიწადზე მეტია გრძელდება, რასაც არაოფიციალური მონაცემებით, ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო რამდენიმე ასეულმა ათასმა ქვეყანა დატოვა და თავი მეზობელ სახელმწიფოებს ლტოლვილის სტატუსით შეაფარა.

ბეჭდვა