ჩინეთში წყალდიდობას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა
ჩინეთში წყალდიდობას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა
15:55 05.08.2012
ჩინეთის აღმოსავლეთი პროვინციაში წყალდიდობის დროს შვიდი ადამიანი დაიღუპა.
ჩინეთის სამოქალაქო საქმეთა სამინისტროს ინფომაციით, ტაიფუნმა „საოლა“ და „დამრე“ აღმოსავლეთ პროვინციას სერიოზული ზარალი მიაყენა, რომლის დროსაც დაზარალებული რაიონიდან რამდენიმე მილიონი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
ოფიციალური ინფორმაციით, წყალდიდობის დროს შვიდი ადამიანია დაღუპული, ხოლო რვა უგზოუკლოდ დაკარგულად ითვლება.
ძლიერი ქარმა რეგიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. სტიქიის დროს პროვინციაში მილიონზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაანგრია და დაიტბორა.

ბეჭდვა