რუსეთის ფედერაციაში 6.879 ჰექტარი ტყის მასივი იწვის.
ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
მათი ინფორმაციით, კრასნოდარის მხარეში ტყის მასივში 53 ხანძრის კერაა დაფიქსირებული, რომელის 6.879 ჰექტარზეა გავრცელებული.
ხანძრის ლიკვიდაციას 1000-ზე მეტი ადამიანი ცდილობს, მათ შორის არიან პოლიციის, სატყეოს და საგანგებო სიტუციების სამსახურის თანამშრომლები, ასევე ადგილობრივი მოსახლებისგან შემდგარი მოხალისეთა ჯგუფები.
ადგილზე მობილიზებულია ასევე 103 ერთეული სპეციალური ტექნიკა და ვერტმფრენები, რომლებიც ცეცხლის ჩაქრობას ჰაერიდან ცდილობენ.
