თურქეთის საჯარისო შენაერთებისა და ქურთი სეპარატისტების შეტაკების დროს 19 ადამიანი დაიღუპა
თურქეთის საჯარისო შენაერთებისა და ქურთი სეპარატისტების შეტაკების დროს 19 ადამიანი დაიღუპა
12:31 05.08.2012
ქურთისტანის მშრომელთა პარტიის წარმომადგენელებთან შეტაკების დროს 8 თურქი სამხედრო დაიღუპა და 15 დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანსპრესი“ ავრცელებს.
ქურთ სეპარატისტებსა და თურქეთის სამხედროებს შორის შეიარაღებული შეტაკება ერაყის საზღვართან, პროვინცია ხაკიართან მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქურთი სეპარატისტები თურქ სამხედროებს თავს დაესხნენ. შეტაკების დროს მოკლულია ასევე 11 ბოევიკი.
ქურთებსა და თურქებს შორის არსებულ კონფლიქტს ოფიციალური მონაცმებით დღემდე უკვე 40 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.


ბეჭდვა