კოფი ანანი - ბაშარ ასადი წასვლასთან დაკავშირებით რუსეთმა და აშშ-მ უნდა დაარწმუნოს
კოფი ანანი - ბაშარ ასადი წასვლასთან დაკავშირებით რუსეთმა და აშშ-მ უნდა დაარწმუნოს
18:19 03.08.2012
სირიაში გაეროს ყოფილი სპეციალური წარმომადგენელის კოფი ანანის განცხადებით, რუსეთის და აშშ-ს პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და ბარაკ ობამამ უნდა მოიკრიბონ გამბედაობა, ლიდერული თვისებები გამოავლინონ და სირია კატასტროფისგან იხსნან.
ამის შესახებ ანანმა „Financial Times“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ყველაზე საშინელი კატასტროფისგან სირიის შველა კიდევ შეიძლება. ეს უნდა გააკეთონ გაეროს უშიშოების საბჭოს მუდმივმა წევრებმა და ამისთვის გამბედაობა უნდა გამოიჩინონ, პირველ რიგში ეს პუტინს და ობამას ეხება“ - აღნიშნა ანანმა.
ამასთან, სირიაში გაეროს ყოფილ სპეციალურ წარმომადგენელს მიაჩნია, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი უნდა წავიდეს, თუმცა, ანანის შეფასებით, სამხედრო ძალის ჩარევით სირიის კირიზისი არ გადაწყდება.
„ყველა სახელმწიფომ, რომელიც სირიაში კრიზისის მოგავარებაშია ჩართული, უნდა გააერთიანონ ძალისხმევა და დაარწმუნონ ასადი, რომ პოლიტიკური კურსი შეცვალოს და მთავრობის მშვიდობიანი გადაბარება მოახდინოს“ - აღნიშნა კოფი ანანმა.
მისი თქმით, ასადის დარწმუნება პოლიტიკური კურსის შეცვლასთან დაკავშირებით ირანს, რუსეთს და ჩინეთს შეუძლია.
კოფი ანანმა არაბეთის ქვეყნების ლიგაში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც მისმა სამშვიდობო გეგმამ საირიაში კრიზისის მოსაგვარებლად რეალური შედეგი ვერ მოიტანა.

ბეჭდვა