საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუს ჟუნალისტს ანდრეი მიტკოვს ლონდონის ოლიმპიადაზე აკრედიტაცია გაუუქმა. ამის შესახებ
ინფორმაციას ოლიმპიადაზე რუსეთის ფედერაციის დელეგაციის პრეს-ატაშე მარია კისელევა ავრცელებს.
რუსი ჟურნალისტი ბრიტანეთის პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც მას ოლიმპიურ თამაშებზე მოხალისე შავაკანიან გოგონასთან კონფლიქტი მოუვიდა. მოგვაინებით გაირკვა, რომ გოგონა ფეხმძიმედ იყო.
ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მიტკოვი შეეცადა „ExCel Centre“-ს მოედანზე აკრძალუალ ზონაში შეეღწია, რის საშუალებაც მოხალისემ არ მისცა.
„საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს მიაწოდა ინფორმაცია, რომ რუს ჟურნალისტს ანდრეი მიტკოვს აკრედიტაცია გაუუქმა“ - აცხადებენ რუსეთის დელეგაციაში.
რუსმა ჟურნალისტმა ლონდონი უკვე დატოვა, რადგან ოლიმპიურ თამაშებზე აკრედიტაციის გაუქმებას ავტომატურად ბრიტანეთის ვიზის გაუქმებაც მოყვა.
