კოფი ანანმა არაბეთის ქვეყნების ლიგაში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც მისმა სამშვიდობო გეგმამ
საირიაში კრიზისის მოსაგვარელბლად რეალური შედეგი ვერ მოიტანა.
ანანის გადადგომის შესახებ ინფორმაცია გაერომ ანანის მიერ ოფიციალური მიმართვის შემდეგ გაავრცელა.
გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის განცხადებით, ანანმა აღარ ისურვა მანდატის გაგრძელება, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს იწურებოდა.
„ანანი ჩვენს აღფრთოვანებას იმსახურებს, რადგან მან ცოდნა და გამოცდილება არ დაიშურა“ - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
თავის მხრივ, ანანმა გადადგომის შემდეგ აღნიშნა, რომ არც ამას და არც არავის შეუძლია ამ ეტაპზე სირიის ხელისუფლება და ოპოზიცია მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაწყებაში დაარწმუნოს.
„მსოფლიო სავსეა ჩემნაირი გიჟებით. ასე რომ, იმედი მაქვს გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი იპოვის ადამიანს, რომელიც ჩემზე ეფექტურად განახორცილებს დაკისრებულ მოვალეობას“ - აღნიშნა მან.
