რუსეთში საპენსიო ასაკის ზრდა არ იგეგმება. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
მისი თქმით, მოსაზრებები საპენსიო ასაკის გაზრდასთან დაკავშირებით მცდარია.
" უფრო მეტიც, ხელისულება აპირებს შეიმუშავოს ახალი გეგმა, რომელიც უფრო დააფასებს სტაჟიან პენსიონერებს და ამით, მათ ცხოვრების გარკვეულ სტიმულს მისცემს", - განაცხადა პუტინმა.
ამასთან, მისი განმარტებით, ქვეყნის პერსპექტივაშია პენსიების საშუალოდ 40%-იანი ზრდა .
