გერმანიიდან 62 ქართველის დეპორტაცია განხორციელდა
გერმანიიდან 62 ქართველის დეპორტაცია განხორციელდა
14:55 18.01.2019
ლეიპციგის აეროპორტიდან საქართველოში 62 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. როგორც საქსონიის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, მათგან 26-ს თავშესაფრის მიღებაზე უარი საქსონიაში ეთქვა, დანარჩენებს კი - ბადენ-ვიურტემბერგში, საქსონია-ანჰალტში, რენალდ-პფალცში, ბავარიაში, ტიურინგიაში და გერმანიის სხვა მხარეებში. გასულ წელს მსგავსი ჩარტერული ავიარეისები საქსონიიდან საქართველოში სამჯერ განხორციელდა და საერთო რაოდენობით ათასამდე მოქალაქის დეპორტაცია მოხდა. 2018 წლის ნოემბრისთვის საქსონიაში ჯერ კიდევ იყო 12 ათასი უცხოელი, ვისაც თავშესაფრის მიღება სურს.



წყარო: «Leipciger Volkszetung» (გერმანია)

ბეჭდვა