რუსეთში რელიგიური უმცირესობების თავისუფლება კვლავ იზღუდება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო
დეპარტამენტის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის თანახმად, მთლიანობაში რუსეთის ხელისუფლება ქვეყანაში რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლებას უზრუნველყოფს, თუმცა, გარკვეული რელიგიური ჯგუფები სირთულეებს ისევ აწყდებიან.
მათი უფლებების დარღვევას „ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის“ ახალი კანონი, რელიგიური გაერთიანებისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმა და რელიგიური სფეროს წარმომადგენლებისთვის ვიზების გაცემაზე უარის თქმის ფაქტები ადასტურებს.
გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლებამ 19 ისლამისტურ ორგანიზაციას საქმიანობა აუკრძალა და ისინი ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა, რაც ოფიციალური ვაშინგტონის შეშფოთებას იწვევს.
